ყველა ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. ყველა ბავშვი იბადება თავისუფალი და თანაბარი უფლებებით; გამოვლენილია მისი ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმუმი სპეციალისტების, ოჯახის, სახელმწიფოს და საზოგადოების თანმიმდევრული და მდგრადი მხარდაჭერით. ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვების ინდივიდუალურობის გათვალისწინებით შექმნილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში, ცნობისმოყვარეობისა და კვლევა-ძიების პროცესის წახალისებით, ისინი ვითარდებიან და იღებენ პოზიტიურ გამოცდილებას.