საბავშვო ბაღის „სუპერ ძიძა" მისიაა ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა - ოჯახების, პროფესიონალების, მთავრობისა და საზოგადოების სისტემური ხედვის ჩამოყალიბება, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომა, ბავშვებისა და ოჯახების უნიკალური შესაძლებლობების და საჭიროების გამოვლენა, მაღალ-ხარისხიან სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. პოზიტიური ქცევის განმტკიცების გზით, ხელი შეუწყოს ბავშვს გახდეს დამოუკიდებელი, ადაპტური, ჯანსაღი ჰუმანური ღირებულების, სოციალურ - ემოციური უნარების მქონე ინდივიდი, რომელიც სოციუმში წარმატებით შეძლებს თავის დამკვიდრებას.