„განხილულია"
პედსაბჭოს სხდომა №1, 08.09.2022 წ.
სკოლის დირექცია უზრუნველყოფს დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმის საჯაროობას (გარდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა), ვებგვერდზე და საინფორმაციო დაფაზე განთავსებით.
2022/2023 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა შ ე ს ა ვ ა ლ ი 1. 2022-2023 სასწავლო წლის შპს „გიმნაზიის" სასკოლო სასწავლო გეგმა ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმებს და სკოლის მისიას.
2. სასკოლო სასწავლო გეგმა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა და იგი ითვალისწინებს მოსწავლეების და მშობლების კანონიერ ინტერესებს.
3. სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნაში მონაწილეობდნენ: მასწავლებლები/კათედრები და დირექტორი.
4. სასკოლო სასწავლო გეგმა მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას.
2021 წლიდან სკოლა ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,, ახალი სკოლის მოდელი", რომლის მიზანია აქტიური სწავლა-სწავლება, ცოდნის აგება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, სწავლის სწავლა, ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება, აქცენტი გააზრებაზე და არა დამახსოვრებაზე, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასება და თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის პრაქტიკა. სკოლა ორიენტირებულია ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობაზე.
სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე
1. სრული ზოგადი განათლება არის სამ საფეხურიანი და თორმეტწლიანი.
2. სრული ზოგადი განათლების საფეხურებია:
ა) დაწყებითი - I-VI კლასები;
ბ) საბაზო - VII-IX კლასები;
გ) საშუალო - X-XII კლასები.
საქართველოს ზოგადი განათლების საფეხურების შესაბამისობა განათლების კლასიფიცირების საერთაშორისო სტანდარტის (ISCED) დოკუმენტებთან შემდეგნაირია:
დაწყებითი საფეხური -
საბაზო საფეხური -
საშუალო საფეხური -
3.
დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.4. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევების დონის დაძლევას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას
სწავლა-სწავლების მიზნები და საგანმანათლებლო პრინციპები დაწყებითი საფეხურის მისია დაწყებითი საფეხურის მისიაა:
ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.
საბაზო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.
საშუალო საფეხურის მისია საშუალო საფეხურის მისიაა:
ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება 2022-2023 სასწავლო წლის კალენდარი
1. სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.
2. ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა იყოს 35 კვირა, I კლასისთვის – 31 კვირა და XII კლასისთვის – 30 კვირა.
2022-2023 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2022 წლის 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების - 2023 წლის 15 ივნისი, გარდა I და XII კლასისა; I კლასის მოსწავლეთათვის 2022-2023 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2023 წლის 29 მაისი, ხოლო XII კლასის მოსწავლეთათვის - 2023 წლის 19 მაისი;2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთავრდება 2022 წლის 30 დეკემბერს. მეორე სემესტრი იწყება 2023 წლის 16 იანვარს.3. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ:
ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;
ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები; ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;
გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) მაქსიმალური რაოდენობა არის შემდეგი:
კლასი
I - 3 sTII-III - 4 sTIV-V - 4 sTVI-VIII - 5 sTIX - 5-6 sTX-XII - 5-6 sT
5. გაკვეთილების ხანგრძლივობა I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი;
II კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 40 წუთი;
III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წუთი.
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სრულფასოვან კვებას და დასვენებას.
სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა - 5 წუთია;
დიდი დასვენების (მე-3 გაკვეთილის შემდეგ) ხანგრძლივობა - 10 წუთია.
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში კლასში მოსწავლეთა რაოდენობა - მაქსიმუმ 16 მოსწავლეა;
პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 16.
სკოლაში არის ორი პარალელური პირველი კლასი.ამ ეტაპზე მე-9 კლასში - 2 მოსწავლეა; შესაბამისად დაკომპლექტდა მე-8 და მე-9 კლასები. - სულ 6 მოსწავლე; კლასკომპლექტია (მე-8 და მე-9 კლასები).
სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფებს მიკუთვნებული საგნების გაკვეთილები გაერთიანებულია:
1. IV და V კლასებში;
2. VII, VIII და IX კლასებში;
3. X და XI კლასებში (სპორტი)
დისტანციური სწავლება დისტანციურ სწავლება რეგულირდება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 09 სექტემბრის 95/ნ ბრძანების შესაბამისად.
დამრიგებელი 1. სკოლაში 2022/2023 სასწავლო წელს არის 12 კლასი. ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელიც არის სკოლის მასწავლებელი.
2. კლასკომპლექტს ჰყავს ერთი დამრიგებელი.
3. დამრიგებლის მუშაობა წარიმართება შემდეგი პრინციპებით:
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ემყარება თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.
4. დამრიგებლის მოვალეობებია: ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე - არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება და სხვა, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
ე) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
თ) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.
5. რეკომენდებულია, კლასის დამრიგებელი გაეცნოს სამინისტროს და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ და/ან რეკომენდებულ შესაბამის მეთოდურ სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევებს.
კლასის დამრიგებლები: 1ა კლასი - ნინო მეგრელიშვილი; მეორე დამრიგებელი (დამხმარე მასწავლებელი) - ნანა ტორჩინავა-გვასალია;
1ბ კლასი - ნათია ჩაკვეტაძე; მეორე დამრიგებელი (დამხმარე მასწავლებელი) - ნანა ტორჩინავა-გვასალია;
მე-2 კლასი - კატო კაკულია; მეორე დამრიგებელი (დამხმარე მასწავლებელი) - ლარისა მელივანოვა;
მე-3 კლასი - კატო კაკულია; მეორე დამრიგებელი (დამხმარე მასწავლებელი) - ლარისა მელივანოვა;
მე-4 კლასი - ნაირა ხურცილავა;
მე-5 კლასი - ქეთევან ჯაკობია;
მე-6 კლასი - ქეთევან ჯაკობია;
მე-7 კლასი - ნათია ძაგანია;
მე-8 კლასი - ნათია ძაგანია;
მე-9 კლასი - ნათია ძაგანია;
მე-10 კლასი - მაია კუცია;
მე-11 კლასი - ეკატერინე კოკაია;
მე-12 კლასი - მაია კუცია
საგნობრივი კათედრები სკოლაში 2022/2023 სასწავლო წელს დაიგეგმა კათედრების შექმნა - 6 კათედრად სახელმწიფო ენის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები;
კათედრის წევრები:
1. ჭანტურია ნანა
2. ჯაკობია ქეთევან
3. კაკულია კატო
კათედრის თავმჯდომარე - თამარ ფაჩულია
დაწყებითი კლასების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან I-IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების მასწავლებლები;
კათედრის წევრები:
1. მეგრელიშვილი ნინო
2. ჩაკვეტაძე ნათია
3. კოკაია მაკა
კათედრის თავმჯდომარე - კატო კაკულია საბუნებისმეტყველო, მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლები;
კათედრის წევრები:
1. ლალი გულუა
2. კოკაია ეკატერინე
3. ხურცილავა ნაირა
4. ქოიავა ჭაბუკი
კათედრის თავმჯდომარე - მაია კუცია საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს, ისტორიის, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების, სამოქალაქო განათლების და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებლები;
კათედრის წევრები:
1. ზაგაშვილი ინგა
2. პატარაია ხათუნა
კათედრის თავმჯდომარე - დარეჯან ბერაია
უცხო ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ინგლისური ენის და მეორე უცხოური ენის (რუსული) მასწავლებლები;
კათედრის წევრები:
1. გაგუა ნინო
2. ზაგაშვილი ინგა
კათედრის თავმჯდომარე - ნათია ძაგანია სპორტისა და ფიზიკური აღზრდისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სპორტისა და ფიზიკური აღზრდის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და მუსიკის მასწავლებლები;
კათედრის წევრები:
1. ვოსკანიანი სერგო
2. ნაზიბროლა დევაძე
კათედრის თავმჯდომარე - ეკატერინე ხვიჩია 2. კათედრების ფუნქციებია : ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებისთვის საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
ზ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.
3. კათედრების მოწყობა : ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით ხმათა უმრავლესობით;
ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.
4. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია : ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ., გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
გ) მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
5. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად იკრიბება სასწავლო წლის დაწყებამდე.
სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულება და შემადგენელი ნაწილები
1. სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა: ა) სკოლის მისიის განსაზღვრა;
ბ) სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით კონკრეტული სკოლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი დატვირთვის დაზუსტება;
გ) დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების განსაზღვრა;
დ) სასკოლო-საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებების განსაზღვრა.
2. სასკოლო სასწავლო გეგმა შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ა) სკოლის მისია;
ბ) სასკოლო საათობრივი ბადე;
გ) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;
დ) მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა);
ე) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი, საჭიროების დასაბუთება და აღწერილობა;
ზ) IX და XI კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი: 8 გაკვეთილი – IX კლასში, 4 გაკვეთილი – XI კლასში. ასევე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განრიგი: მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში ექსკურსიების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების განრიგი;
თ) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (საჭიროების შემთხვევაში) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
I თავი სკოლის მისია
შპს „გიმნაზიას" მისიაა 1. აღზარდოს საქართველოს ნამდვილი მოქალაქე - ჯანსაღი, გონიერი და მრავალმხრივ განვითარებული. სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი, რომელიც პატივს სცემს მის ღირებულებებს, ქართულ კულტურას, მის ადათ-წესებს. მისია მდგომარეობს სწორი ღირებულებების მქონე, მრავალმხრივად განვითარებული მოქალაქეების ჩამოყალიბებაში, რომლებიც შეძლებენ გააგრძელონ სწავლა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში და დაიმკვიდრონ საკუთარი თავი ნებისმიერ გარემოში.
სკოლა აგრძელებს წინსვლას და ცდილობს იყოს საუკეთესო, მისაბაძი და სამაგალითო საგანმანათლებლო სივრცე მთელს ქვეყანაში. სკოლის დევიზია: „ჩ ვ ე ნ ვ ქ მ ნ ი თ მ ო მ ა ვ ლ ი ს ს კ ო ლ ა ს !" .. მომავლის სკოლას, სადაც თითოეული მოსწავლე იქნება წარმატებული!
სკოლა ირჩევს: მოდელი I – საათობრივი ბადეs, რომელიც მიჰყვება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კვირეულ საათობრივ დატვირთვას; საათობრივი ბადე მოიცავს სავალდებულო და არჩევით საგნებს
სავალდებულო და არჩევითი საგნები 1. საგნობრივი ჯგუფი - სახელმწიფო ენა საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა (სავალდებულო საგანი)-ისწავლება I-XII კლასებში; სახელმწიფო ენის შესწავლამ მოზარდს უნდა განუვითაროს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს სახელმწიფო ენაზე/ენებზე. ამ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების შესწავლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების, საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების შექმნის უნარის განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება.
2. საგნობრივი ჯგუფი - მათემატიკა
საგანი: მათემატიკა (სავალდებულო საგანი)-ისწავლება I-XII კლასებში; მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. მათემატიკის სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.
pirvel klasSi სკოლაში ისწავლება ისტ., ამიტომ მათემატიკას ეთმობა 4 კვირეული საათი.
VIII- IX - კლასკომპლექტი
3. საგნობრივი ჯგუფი - უცხო ენები ა) პირველი უცხოური ენა - ინგლისური (სავალდებულო საგანი)-ისწავლება I-XII კლასებში; VIII- IX - კლასკომპლექტი
ბ) მეორე უცხოური ენა - რუსული (სავალდებულო საგანი) - ისწავლება
V – XII კლასებში; VIII- IX - კლასკომპლექტი
4. საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებებისაზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III - IV კლასებში); ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V - VI კლასებში);
გ) ისტორია (მოიცავს საგანს „ისტორია" და ისწავლება VII-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია" და ისწავლება X-XII კლასებში);
VIII- IX - კლასკომპლექტი
დ) საქართველოს ოსტორია;
ე) გეოგრაფია - სავალდებულო საგანი - (მოიცავს საქართველოს და მსოფლიო გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);
VIII- IX - კლასკომპლექტი
ვ) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგანს „მოქალაქეობას" – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები).
VIII- IX - კლასკომპლექტი
ზ) სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება - სავალდებულო საგანი - ისწავლება XII კლასებში);
თ) მეწარმეობის საფუძვლები - (არჩევითი საგანი) – (ისწავლება X კლასში)
;
5. საგნობრივი ჯგუფი - საბუნებიმეტყველო მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა)
ბუნებისმეტყველება (ისწავლება I - VI კლასებში);
ბ)
ბიოლოგია (ისწავლება VII - XII კლასებში);
VIII- IX - კლასკომპლექტი
გ)
ფიზიკა (ისწავლება VII - XII კლასებში);
VIII- IX - კლასკომპლექტი
დ)
ქიმია (ისწავლებაVIII - XII კლასებში);
VIII- IX - კლასკომპლექტი
ე) ასტრონომია (არჩევითი საგანი)- (ისწავლება XII კლასის პირველ სემესტრში);
6. საგნობრივი ჯგუფი - კომპიუტერული ტექნოლოგიები
1. ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება: ა) კომპიუტერული ტექნოლოგიები (იგი ისწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე);
სკოლას დაგეგმილი აქვს პირველ კლასში ასწავლოს ისტ., რომელსაც კვირაში ეთმობა 1 კვირეული საათი.
ბ)
ჭადრაკი (ისწავლება I კლასში);7. საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა
ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);
მე-10 კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან arCeulia ერთ-ერთი პროექტი: სახვით და გამოყენებითი ხელოვნება.
ბ)
მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში).
გ) მულტიმედია და დიზაინი (არჩევითი საგანი) – (ისწავლება XI კლასში).
8. საგნობრივი ჯგუფი - სპორტი სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა) ფიზიკური აღზრდა (ისწავლება I-VI კლასებში);
ბ) ფიზიკური აღზრდა და სპორტი (VII-XII კლასებში).
არჩევითი საგნები 1. XII კლასის მეორე სემესტრში არჩევითი საგნები არ ისწავლება;
2. სკოლის არჩევითი საგნების ნუსხა:
მეწარმეობის საფუძვლები - (საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X კლასი)
მულტიმედია და დიზაინი - (საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა - XI კლასი)
ასტრონომია - (საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - XII კლასი)
მოსწავლეებმა მე - 10 კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან აირჩიეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
მე - 5, მე - 6, მე - 7, მე - 8, მე - 9 და მე - 10 კლასებში ქართული ენის სწავლებას ეთმობა ცალკე 1 (ერთი) საგაკვეთილო საათი.
III თავი საგანმანათლებლო რესურსები სკოლაში საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია: ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;
ბ) ინტერაქტიული პანელები; ლეპტოპები; კომპიუტერები; მაგნიტური დაფები; დოკუმენტ კამერა;
გ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები: ვირტუალური ლაბორატორიები (მათემტიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში);
დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: (რუკები, პლაკატები, მოდელები, სასწავლო ფოტოპანორამები: ა. აინშტაინის; რობოტების; მენდელეევის სისტემის; მსოფლიო რუკის და სხვ.); ხელსაწყოები მათემატიკის გაკვეთილისთვის;
IV თავი მოსწავლის შეფასების სისტემა მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები
1. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.
2. მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს.
3. მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;
ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;
გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;
დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;
ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.
4. ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება კლასში 1. შეფასება არის: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
3. განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა 1. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:
ქულები შეფასების დონეები - 10, 9 - მაღალი; 8, 7 - საშუალოზე მაღალი; 6 , 5 - საშუალო; 4, 3 - საშუალოზე დაბალი; 2,1 - დაბალი;
შეფასება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.
V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10.
V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა. პროექტში მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (ზეპირად).
დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.
მოსწავლის შეფასების კომპონენტები 1. სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) მიმდინარე საშინაო დავალება;
ბ) მიმდინარე საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
2. მასწავლებელს შეუძლია სემესტრის განმავლობაში განმავითარებელი შეფასება გამოიყენოს ნებისმიერ კომპონენტში.
დაწყებითი კლასების (I-IV) კათედრა მ ო ს წ ა ვ ლ ე თ ა მ ო კ ლ ე , შ ე მ ა ჯ ა მ ე ბ ე ლ ი წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი შ ე ფ ა ს ე ბ ა (კლასის დამრიგებელი საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს აღნიშნულ შეფასებას, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობის უკეთ გამოსავლენად).
202 – 202 სასწავლო წელი კლასის დამრიგებელი _____________________ პირველი სემესტრი ----- წლიური ----- მოსწავლის ზოგადი დახასიათება (კლასის დამრიგებელი):
ა) ჯანრთელობის მდგომარეობა; ბ) ურთიერთობა თანაკლასელებთან; გ)აქტიურობა–ჩართულობა, ორგანიზებულობა; დ) სპეციფიკური უნარები ___________________________________________________________________________
მშობლიური ენა (ქართული ენა): ა) კითხვის ტექნიკა; ბ) კალიგრაფიის კულტურა; გ) ლექსიკური მარაგი; დ) მეტყველება ე) წაკითხულის გააზრება – გაგება და აზრის გამოხატვის უნარი.
საგნის მასწავლებელი___________________ __________________________________________________________________________________________________________________________________
უცხოური ენა (ინგლისური ენა): ა) კითხვის ტექნიკა; ბ) კალიგრაფიის კულტურა;
გ) ლექსიკური მარაგი; დ) მეტყველება ე) წაკითხულის გააზრება – გაგება და აზრის
გამოხატვის უნარი.
საგნის მასწავლებელი ___________________ __________________________________________________________________________________________________________________________________
უცხოური ენა (რუსული ენა): ა) კითხვის ტექნიკა; ბ) კალიგრაფიის კულტურა; გ) ლექსიკური
მარაგი; დ) მეტყველება ე) წაკითხულის გააზრება – გაგება და აზრის გამოხატვის უნარი.
საგნის მასწავლებელი ___________________ __________________________________________________________________________________________________________________________________
მათემატიკა: ა) ნუმერაცია, საგანთა რაოდენობის ცოდნა; ბ) მათემატიკური ცნებები, ტერმინები, გააზრება და შესაბამისი მოქმედებები გ) ზეპირი ანგარიში; დ) მარტივ ამოცანებზე მუშაობის უნარი (გაანალიზება და გადაწყვეტილება); ე) გამოსახულებების ჩაწერა და გამოთვლა.
საგნის მასწავლებელი: ___________________ __________________________________________________________________________________________________________________________________
ბუნებისმეტყველება: ა) პირადი ჰიგიენის დაცვა; ბ) გარემოს შეცნობა; გ) ბუნების მოვლენებზე
კონკრეტული წარმოდგენები ეკოლოგიური პრობლემების ცოდნა; დ) მშობლიური ბუნების სიყვარული, მისი მოვლა–პატრონობის გრძნობა.
საგნის მასწავლებელი: ___________________ __________________________________________________________________________________________________________________________________
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები: საგნის მასწავლებელი: ___________________ __________________________________________________________________________________________________________________________________ ________________________
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: ა) ინტერესი, გატაცება; ბ) ესთეტიკური გემოვნება,
ფერების აღქმა, სიფაქიზე.
საგნის მასწავლებელი: ___________________ __________________________________________________________________________________________________________________________________
მუსიკა: საგნის მასწავლებელი: ___________________ __________________________________________________________________________________________________________________________________ ________________________
ფიზიკური აღზრდა: საგნის მასწავლებელი: ___________________ __________________________________________________________________________________________________________________________________ ________________________
ჭადრაკი: საგნის მასწავლებელი: ___________________ __________________________________________________________________________________________________________________________________ ________________________
კლასის დამრიგებელი: __________________
2. სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები შეფასდებიან:ა)
ვარიანტი I – მიმდინარე საკლასო დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), მიმდინარე საშინაო დავალებაში (VII-XII კლასები), შემაჯამებელ დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები);
სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები შეფასდებიან ვარიანტი I. 1. I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
2. I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
3. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.
4. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.
5. ეროვნული სასწავლო გეგმა V კლასის მეორე სემესტრის, VI კლასის და საბაზო-საშუალო საფეხურების თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას.
6. მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში);
7. თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადად განსაზღვრულია 2 კვირა.
8. გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენა 8.1. თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას გაცდენის გამო, მას ეძლევა საშუალება აღადგინოს გაცდენილი შემაჯამებელი სამუშაო 10 სასწავლო დღის განმავლობაში;
8.2. მოსწავლის მიერ გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენა განხორციელდება გაკვეთილების შემდეგ;
შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და მისი ჩატარების ფორმა შემაჯამებელი დავალების აღდგენის ვადა - სემესტრის დასრულებამდე; სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში - ამორიცხვამდე;
ჩატარების ფორმა - იგივე შედეგების დადასტურებით.
9. თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა.
განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობებიზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:
ა) საგნის მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში;
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური ქულა, რომელიც მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია. წლიურ ქულაში შეიძლება წლიური გამოცდის ქულაც აისახოს, თუ ასეთი გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე;
დ) საფეხურის ქულა – საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულის საშუალო ქულა.
ქულების გამოანგარიშების წესი1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;
ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე;
დ) თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას აღმოჩნდება, რომ მიმღებ სკოლაში რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, მიმღები სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე მიმღებ სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;
ე) სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
2. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;
ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
გ) თუ სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და განსაზღვრულია, რომ ამ გამოცდის ქულაც აისახება საგნის წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის) ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);
დ) თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს ესგ 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი ქულა, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის წლიურ ქულად. ამასთან, მიმღებმა სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;
ე) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ., თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად - გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის წლიურ ქულად).
3. საფეხურის ქულის გამოანგარიშების წესი:ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა წლიური ქულების საერთო რაოდენობაზე;
ბ) საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე, 9.75 მრგვალდება 9.8-მდე).
კლასისა და საფეხურის დაძლევა
1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის მიერ კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ესგ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.
2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.
5. თუ მოსწავლემ კონკრეტულ კლასში ვერ გადალახა კერძო სკოლების და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლების მიერ დადგენილი ბარიერი, მაგრამ დაძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერი, უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლის მომდევნო კლასში.
გამოცდის ტიპები
1. სკოლაში ჩატარდება შემდეგი ტიპის გამოცდები:
ა) სემესტრული გამოცდა;
ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
გ) საშემოდგომო გამოცდა;
დ) ექსტერნატის გამოცდა.
2. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.
3. სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს: პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში - მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში - სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
4. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლა იღებს შესაბამისს ზომებს გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
5. გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
6. პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა - სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
7. სკოლა წლიურ გამოცდას ნიშნავს მხოლოდ საშუალო საფეხურზე შემდეგი საგნების გათვალისწინებით: X კლასი - სამოქალაქო განათლება - გავლენა აქვს მიღებულ ქულას საგნის წლიურ ქულაზე
X კლასი - გეოგრაფია - გავლენა აქვს მიღებულ ქულას საგნის წლიურ ქულაზე
XI კლასი - ფიზიკა - გავლენა აქვს მიღებულ ქულას საგნის წლიურ ქულაზე
XI კლასი - ქიმია - გავლენა აქვს მიღებულ ქულას საგნის წლიურ ქულაზე
XII კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა - გავლენა აქვს მიღებულ ქულას საგნის წლიურ ქულაზე
XII კლასი - ისტორია - გავლენა აქვს მიღებულ ქულას საგნის წლიურ ქულაზე
8. სკოლა მოსწავლეებს წლიურ გამოცდას სთავაზობს შემაჯამებელი დავალების მსგავსი კომპლექსური კონტექსტის მქონე დავალებებს.
დაუშვებელია წლიურ გამოცდაზე არჩევითპასუხიანი ტესტების შეთავაზება.
9. საგნის წლიური ქულის გამოთვლისას გავლენა აქვს წლიური გამოცდის ქულას. წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე.
10. საშემოდგომო გამოცდა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში წლიური ქულა აქვს 5-ზე ნაკლები.
11. საშემოდგომო გამოცდა მოსწავლეს ჩაუტარდება სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
12. საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს ეძლევა მომზადებისთვის არანაკლებ 2 კვირისა.
13. სკოლა გაუწევს მოსწავლეს კონსულტაციას/კონსულტაციებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნება აღნიშნული ტიპის გამოცდა.
14. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე. საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა.
15. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;
16. ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებზედაც ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
17. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.
მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება
1. შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს, სურვილისამებრ, განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.
2. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
3. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
4. პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით.
გაცდენები 1. მოსწავლის გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გაცდენები.
2. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება.
3. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება იმ გაცდენილ დღეზე/დღეებზე, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.
5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.
V თავი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება
1. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება ხელს უწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და, შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
2. სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას.
3. დამატებით ფაკულტატურ მომსახურებას (წრეს) მოსწავლეები სურვილის მიხედვით ესწრებიან.
4. სკოლის გადაწყვეტილებით, ფაკულტატური მომსახურებით შეიძლება ისარგებლოს სხვა სკოლის მოსწავლემაც.
5. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების შესათავაზებლად სკოლამ განსაზღვრა:
ა) ქართული ცეკვა; - ფაკულტატური /არჩევითი; (კვირაში 2 დღე)
კლუბები და წრეები ეკოკლუბი „ნორჩი ეკოპატრული"
კლუბს ხელმძღვანელობს სკოლის მშობლები: პაატა ქირია და ანნა სამველ.
კლუბს აქვს დებულება და კალენდარი.
კლუბში გაერთიანებული არიან III კლასის მოსწავლეები.
მხატვრული წერის წრე
პირველი სემესტრის განმავლობაში დამუშავდეს აღნიშნული ბმულები და მეორე სემესტრიდან დაინერგოს აღნიშნული წრის მეცადინეობები.
ავტორი: გურამ მეგრელიშვილი
(პედაგოგებისთვის შეიძლება ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელო (როგორ ასწავლონ მოზარდებს მხატვრული წერა) გახდეს, ბავშვებისთვის კი ერთგვარი სათამაშოც.
ტექსტის ინსტრუქცია მარტივია: მოზარდი იღებს კონკრეტულ დავალებას, რომლის შესრულებაც გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ევალება. პედაგოგი ამოწმებს ამ ნაწერს და ცალკეული სავარჯიშოების პარალელურად დამატებით დავალებასაც არ იშურებს მოსწავლისთვის.
წრეში გაერთიანდებიან დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები გაკვეთილს ჩაატარებს თამარ ფაჩულია
ლაიბრერის წრე (Library Glab) წრეში გაერთიანებული არიან I – XII კლასის მოსწავლეები.
წრეში აქტივობები განსხვავებულია მოსწავლის ასაკიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
წრეს ხელმძღვანელობს ლაიბრერის სპეციალისტი ინგა ზაგაშვილი
ცურვის წრე სკოლის საცურაო აუზი „AQUA TIME" - ცურვის წრეში გაერთიანებულნი არიან 6-დან 16 წლამდე მოზარდები.
წრის ხელმძღვანელი - მსოფლიო ჩემპიონი ტრიოტლონში - სერგო ვოსკანიანი
ტანვარჯიშის წრე წრეში გაერთიანებული არიან დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
წრის ხელმძღვანელი: სერგო ვოსკანიანი
სიმღერის წრე:
წრეში გაერთიანებული არიან დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეები.
გუნდის დირიჟორი: ნაზიბროლა დევაძე
ქართული ცეკვის წრე წრეში გაერთიანებული არიან დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეები.
კლუბი „რა? სად? როდის?" კლუბს აქვს დებულება
კლუბში გაერთიანებული არიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები
კლუბის ხელმძღვანელი - მაია კუცია
სამოქალაქო განათლების კლუბი კლუბს აქვს დებულება
კლუბში გაერთიანებული არიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები
კლუბის ხელმძღვანელია: ქეთევან ჯაკობია ინგლისური ენის სალაპარაკო კლუბი: "English Language Learning Club" კლუბს აქვს წესდება
კლუბში გაერთიანებული არიან დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები
კლუბის ხელმძღვანელი: ნათია ძაგანია
გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფები გაკვეთილების (საშინაო დავალებების) მომზადება
I - IV კლ. მოსწავლეებისათვის მიმდინარეობს საშინაო დავალებების მომზადება დღის მეორე ნახევარში მასწავლებლის მეთვალყურეობისა და საჭიროების შემთხვევაში მისი დახმარებით. დაუსრულებელი სამუშაოები კი – ეძლევათ რეკომენდაციების სახით სახლში შესასრულებლად.
VI თავი
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი:
8 გაკვეთილი – IX კლასში,
4 გაკვეთილი – XI კლასში.
ასევე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განრიგი: მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში ექსკურსიების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების განრიგი.
შეხვედრების განრიგი: 1. ფოთის პროფესიული სასწავლებელი „ფაზისი" - ექსკურსია
2. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია-ფოთის ფილიალი - ექსკურსია
3. სახელოვნებო სასწავლებელი - ექსკურსია
4. ახალი უნივერსიტეტი (სასულიერო აკადემია)- ექსკურსია
5. ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის ფოთის ფილიალი- ექსკურსია
6. ფოთის ვ. გუნიას სახ. დრამატული თეატრი - მსახიობებთან შეხვედრა
7. სამკერვალო ფაბრიკა - „აჭარა ტექსტილი"
8. ფოთის საქალაქო სასამართლო - ექსკურსია და შეხვედრა მოსამართლესთან
VII თავი
ინკლუზიური განათლება
თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.
2. სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლამ უზრუნველყოფს მოსწავლის გადამისამართება დეტალური შეფასებისთვის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდთან, ხოლო მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად განისაზღვრება რეკომენდაცია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შესახებ.
3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, მათ მისაღწევად განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით საშუალებებს/ღონისძიებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ ზომებს.
4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
5. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მოიცავს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
6. ამ ეტაპზე სკოლას არ ჰყავს სსსმ მოსწავლე.
7. სსსმ მოსწავლეებთან მუშაობისას და/ან სწავლაში სირთულეების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირების მიზნით ვიხელმძღვანელებთ ესგ მე-8 თავის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის 16/ნ ბრძანებით.