Tilda Publishing
შპს „გიმნაზია" არის კერძო სკოლა ქ. ფოთში, რომელიც დაარსდა 2008 წელს. მისი დამფუძნებელი და დირექტორია ნანა ალექსანდრია.

სკოლა იჯარით განთავსებული იყო მისამართზე ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის 47. 2009 წელს სკოლამ შეიცვალა ადგილმდებარეობა და ის განთავსდა იჯარით სხვა მისამართზე: ქ. ფოთი, 9 აპრილის ხეივანი 28.

სკოლა „გიმნაზია" 2016/2017 სასწავლო წელს შეხვდა ახალ საკუთარ შენობაში. სკოლის განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით სკოლის ადგილმდებარეობისათვის შეირჩა მშვიდი და უსაფრთხო ადგილი.

სკოლა მდებარეობს ქ. ფოთში მდინარე რიონისა და შავი ზღვის შესართავის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჰაერი ეკოლოგირად სუფთა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.

სკოლა სულ 700 მეტრითაა დაშორებული ქალაქის ცენტრს, რაც სკოლას უფრო პრესტიჟულს და ქალაქის მოსახლეობის ყველა ნაწილისთვის ადვილად მისასვლელს ხდის.

სკოლის ტერიტორია მოიცავს კერძოდ: საცურაო აუზს, მცირე დარბაზს, სპორტულ მოედანს, სარბენ ბილიკს, ღია სცენას, სათამაშო მოედანს, ხოლო სასოფლო - სამეურნეო სამუშაოებისათვის გამოყოფილია მიწის ნაკვეთი. ბავშვებისათვის მოწყობილ დასვენების და გართობის ადგილს. სკოლას აქვს ნათელი საკლასო ოთახები, უსაფრთხო და თბილი გარემო.

სკოლამდე modis საქალაქო ტრანსპორტი.

სკოლა „გიმნაზიაში" მუშაობს 20 – ზე მეტი მასწავლებელი. აკადემიური პერსონალი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და სწავლების ხანგრძლივი გამოცდილებით.

სკოლის მიზანია XXI საუკუნის საქართველოს აღუზარდოს სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი. ახალგაზრდობა, რომელიც შეძლებს წარმატებით გააგრძელოს სწავლა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში.

სკოლა აგრძელებს წინსვლას და ცდილობს იყოს საუკეთესო, მისაბაძი და სამაგალითო საგანმანათლებლო სივრცე მთელს ქვეყანაში.

სკოლის დევიზია: „ჩვენ ვქმნით ჩვენს მომავალს! მომავალ სკოლას, სადაც თითოეული მოსწავლე იქნება წარმატებული!"







Made on
Tilda