სკოლის შესახებ

 

 

სკოლა „გიმნაზია“ არის კერძო ზოგადსაგანამანათლებლო სკოლა, რომელიც 2008 წელს დაარსდა. 2016 წელს სკოლის განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით სკოლის ადგილმდებარეობისათვის შეირჩა მშვიდი და უსაფრთხო ადგილი. სკოლა მდებარეობს ქ. ფოთში მდინარე რიონისა  და შავი ზღვის შესართავის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჰაერი ეკოლოგირად სუფთა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.

სკოლა სულ 500 მეტრითაა დაშორებული ქალაქის ცენტრს, რაც სკოლას უფრო პრესტიჟულს და ქალაქის მოსახლეობის ყველა ნაწილისთვის ადვილად მისასვლელს  ხდის.

სკოლის ტერიტორია მოიცავს 1500 კვ.მ., რაც ხელს უწობს სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარებას კერძოდ: საბავშო ბაღის, სპორტული დარბაზის, სპორტული მოედნის, საცურაო აუზის, სარბენი ბილიკის, ღია სცენისა და სათამაშო მოედნის მოწყობას, სასოფლო - სამეურნეო სამუშაოებისათვის მიწის გამოყოფას. ბავშვებისათვის დასვენების და გართობის ადგილების მოწყობას. სკოლამდე 50 მეტრში საქალაქო ტრანსპორტიც მოდის.

ყველაფერ ამას პასუხობს სკოლის იერსახე. ამიტომ, სკოლის ფასადისთვის შეირჩა ეკოლოგიურად სუფთა ფერადი ქვა, რომელმაც სკოლას ხალისი, სილამაზე შემატა და მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია აუმაღლა. სკოლის ლამაზი დიზაინი შეირჩა  სინგაპურის კერძო სკოლის დიზაინის ელემენტების გამოყენებით, რაც მეტყველებს სკოლის ფასადის განუმეორებლობაზე საქართველოში. სკოლის დიზაინმა დაამშვენა საპორტო ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქუჩა და კიდევ ერთი პატარა და საინტერესო არტობიექტი შემატა ქალაქს.

სკოლის საინტერესო არტელემენტად შეიძლება ჩაითვალოს ცოდნის კიბე, რომელიც გაწერილია გამრავლების ტაბულით, ლათინური და სლავური ანბანით. ჭერი მოხატულია „ირმის ნახტომით“ და დიდი დათვის თანავარსკვლავედით, რაც მოსწავლეებისათვის საინტერესოს და სახალისოს ხდის.

სკოლა „გიმნაზია“ სასწავლო პროცესში იყენებს მრავალფეროვან სასწავლო მასალებსა და ტექნიკურ აღჭურვილობას. სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსებულია შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურის მრავალფეროვანი კოლექცია, DVD და CD–ROM მოსწავლეებისთვის. ბიბლიოთეკის რესურსები ასევე მოიცავს სასწავლო მასალას, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მათემატიკის, ენების, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების პროცესში. კომპიუტერების ლაბორატორია აღჭურვილია 12 კომპიუტერით, რომლებიც ჩართულია ინტერნეტში. სკოლას ასევე აქვს სათანადოდ აღჭურვილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

სკოლა „გიმნაზიაში“ მუშაობს 20–ზე მეტი მასწავლებელი. აკადემიური პერსონალი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და სწავლების ხანგრძლივი გამოცდილებით.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე