სკოლის მისია

სიტყვა  „გიმნაზია“ – gymnasion სატანვარჯიშო მოედანი, შემდეგ - სკოლა, სადაც იკრიბებოდნენ ფილოსოფოსები, მეცნიერები. რევოლუციამდელ რუსეთსა და საზღვარგარეთის ზოგ ქვეყანაში: საშუალო სასწავლებელი. კლასიკური გიმნაზია - გიმნაზია, სადაც რეალური სასწავლებლისაგან განსხვავებით, ასწავლიდნენ კლასიკურ ენებს (ბერძნულსა და ლათინურს).

სკოლის მისია ითვალისწინებს საგანმანათლებლო მომსახურეობის ბაზარზე ხარისხიანი, მრავალსაფეხურიანი განათლების მიწოდებას; ცივილიზებული სამყაროს ინტელექტუალური მემკვიდრეობის დაცვას; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას.

კერძო სკოლა „გიმნაზიის“ ღირებულებებს  წარმოადგენს უცხო ენების სწავლება, რომელიც ასახულია დამატებით საგანმანათლებლო მომსახურეობაში. უცხოური ენების სწავლებამ მოსწავლეს უნდა განუვითაროს სახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე ორ ენაზე კომუნიკაციის უნარი. ადრეულ ასაკში ბავშვისადმი სათანადო დამოკიდებულება და სწავლების ხელშეწყობა მომავალში მის პიროვნებად ჩამოყალიბების და ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური მდგომარეობის ფორმირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

სკოლა „გიმნაზია“ ზრუნავს განათლების ხარისხზე, მის მუდმივ გაუმჯობესებასა და ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო ნდობის ამაღლებაზე, რათა გახდეს ზოგადი განათლების გარანტი.

სკოლის მიზანია: ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. შევუქმნათ ახალ თაობას პოზიტიური სასკოლო გარემო, სადაც მოსწავლეები უფრო  წარმატებულნი იქნებიან, ნაკლები იქნება ფსიქოლოგიური სტრესი და გაღიზიანება, და მაღალი - მოსწავლეთა   თვითშეფასება.

სკოლის დევიზია: „ჩ ვ ე ნ    ვ ქ მ ნ ი თ    ჩ ვ ე ნ ს   მ ო მ ა ვ ა ლ ს !“ .. ომავალ სკოლას, სადაც თითოეული    მოსწავლე იქნება წარმატებული!








 

05.01.2017
შემოგვიერთდით Facebook-ზე