სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

განხილულია პედსაბჭოს სხდომაზე,

ოქმი №7, 29.06.2016 წ.

„ვამტკიცებ“

სკოლის დირექტორი

ნანა ალექსანდრია

შპს გიმნაზიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

მუხლი I. ზოგადი დებულებები

1. შპს გიმნაზიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (შემდგომში წესი“) განსაზღვრავს სკოლის საქმიანობის იმ სფეროებს, რომლებიც ვერ რეგულირდება სხვა ნორმატიული აქტებით;

2. შპსგიმნაზია“ (შემდგომში სკოლა) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. (22.05.2008 .)

3. სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, “ზოგადი განათლებისშესახებ საქართველოს კანონის, ეროვნული სასწავლო გეგმის, საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების, სკოლის შინაგანაწესისა და ამ წესების საფუძველზე;

4. წინამდებარე წესები აწესრიგებს სკოლაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პროცესს, სკოლის მართვის პრინციპებსა და წესს;

5. სკოლის სახელწოდებააგიმნაზია“;  სკოლა წარმოადგენსზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ახორცილებს ზოგადი განათლების პროგრამას საშუალო სკოლის ყველა საფეხურზე;

6. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე;

7. სკოლის ადგილსამყოფელია . ფოთი, 9 აპრილის ხეივანი 28; ტელეფონი: 493 27 15 20, ელექტრონული გვერდი; www.gimnazia-poti.ge;

8. სასწავლო პროცესის მარებულირებელი წესის დაცვა და შესრულება ევალება ყველა თანამშრომელსა და მოსწავლე.

მუხლი 2. სკოლის მოსწავლეები

1. სკოლის მოსწავლედ ითვლება I – XII კლასებში ჩარიცხული ყველა ბავშვი, რომელიც ცოდნას იძენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით, სხვადასხვა საფეხურის კლასში.

2. სკოლაში სწავლების უფლება აქვს 168 (ას სამოცდარვა) მოსწავლეს.

3. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება 12 (+ ; - 2) მოსწავლით.

მუხლი 3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვა, კლასიდან კლასში გადაყვანა, მოსწავლის სტატუსის შეჩერება, მობილობა, და სხვა წესები

I. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვა

1. პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით (უნარებით) შეესაბამებიან სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებს, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადპირველ კლასში განცხადების წარდგენისას მშობელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი შვილის ჩარიცხვა სასურველ პედაგოგთან. მშობლის სურვილი დაკმაყოფილებული იქნება შესაძლებლობის შემთხვევაში.

2. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მართვის ავტომატიზებული საშუალებებით რეგისტრაციის (შემდგომში _ რეგისტრაცია) ვადა და სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სკოლის დირექტორი ამ მუხლის პირველი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დოკუმენტების წარმოდგენიდან 1 სამუშაო დღეში შეისწავლის და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნულის შესახებ აცნობებს საინფორმაციო სისტემას 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის შემთხვევაში მოსწავლის რეგისტრაცია ავტომატურად ბათილია.

5. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

5.1 მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას. დაბადების მოწმობის ასლი დამტკიცებული ნოტარიალურად;

5.2 დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.

5.3 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

5.4  2 . ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ფორმით (CD – R)  - ით.

5.5 ამ ჩამონათვალის 3.5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

5.6 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

5.7  სწავლების საფასურის (10%) გადახდის ქვითარი.

6. მოსწავლეთა მიღება V-XII კლასებში წარმოებს ტესტირების საფუძველზე უცხო ენასა და მათემატიკაში; სკოლაში ჩაირიცხებიან ტესტირებასა და გასაუბრების შედეგების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები; მოსწავლის ჩარიცხვაზე მშობელს შეიძლება უარი ეთქვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა დადგენილი კონტიგენტის ფარგლებში შევსებულია ამ წესის მუხლი 2. პ.2-3 შესაბამისად.

7. გადაწყვეტილება სკოლაში მოსწავლის მიღების თაობაზე მშობელს ეცნობება მისაღები ტესტირებისა და გასაუბრების დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა;

8. ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და სკოლას შორის გაფორმდება ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები, პასუხისმგებლობები; დავის წარმოშობის შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმები.

9. სკოლა ვალდებულია სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი, ეს წესი და ხვა სამართლებრივი აქტები;

10. სკოლის ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მოსწავლის პირადი საქმე, რომელშიც ინახება ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, აგრეთვე, წინა კლასებში მიღებული შეფასების ნიშნები (II – XII კლასებისთვის), სკოლასა და მშობელს შორის დადებული ხელშეკრულება.

II. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა

1. II–XII კლასებში მოსწავლის გადაყვანა ხდება წინა კლასის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შემდეგ, რაც დადასტურებული უნდა იყოს პედსაბჭოს სხდომის ოქმით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლის ჩარიცხვა მომდევნო კლასში მშობლის განცხადებას არ საჭიროებს.

2. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადაყვანა მშობლის მოთხოვნით.

3. მოსწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა წარმოებს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე.

4. საგნის დაძლევის, კლასისა და საფეხურის დაძლევის ბარიერები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

5. შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეთათვის მოქმედებს სპეციალური პროგრამები და შეფასების სისტემა.

III. მოსწავლის სტატუსის შეჩერება

1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:

) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;

) სკოლაში ჩარიცხული 6 წლის ასაკის მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამას და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით ითხოვს მოსწავლის სტატუსის შეჩერებას;

) მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

) დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი;

) მოსწავლე არაერთგზის, უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს;

) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება.

11. ამ მუხლის მეორე პუნქტის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ამის თაობაზე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

2. მოსწავლის სტატუსის შეჩერება და მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს სკოლას.

4. მოსწავლე, რომელსაც აღუდგება მოსწავლის სტატუსი, უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს შესაბამის კლასში, თუ მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა ან ისარგებლოს მობილობით.

5. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის დაბადების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით.

IV. მობილობა

1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.

2. მობილობა დაუშვებელია:

) კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე;

) სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

) მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას.

3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.

4.სკოლა უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.

V. სხვა წესები

1. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები, სამართლიანი, ობიექტური და კრიტიკული შენიშვნები სკოლის დირექციასთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას; ერიოდულად მოახდინოს სკოლის პერსონალის მუშაობის და სასწავლო პროცესის შეფასება; გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ.

2. მოსწავლე უნდა დაემორჩილოს სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის კანონიერ მითითებებს.

3. მოსწავლე უნდა გამოცხადდეს სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსით. აუცილებელი მოთხოვნაა, მოსწავლის ზედა ტანისამოსი ფარავდეს სხეულის იმ ნაწილებს (წელისა და დეკოლტეს ზონა), რისი გამოჩენაც მიუღებელია სასწავლო დაწესებულებებში. იკრძალება სამოსის ტარება, რომელზეც გაკეთებულია შეურაცხმყოფელი სიტყვები ან გამოსახულია ვულგარული სურათი/კარიკატურა; სამოსი, რომელიც რეკლამირებას უკეთებს არაკანონიერი ნივთიერებების გამოყენებას. მაგ. თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვა; სამოსზე არ უნდა იყოს გამოსახული მათი ლოგოები და საფირმო მარკები; – მოსწავლეებს ეკრძალებათ სკოლაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის, ძვირფასი თვლებისა და ლითონისაგან დამზადებული სამკაულების ტარება. – არაბუნებრივი ფერის თმით, სხეულზე ნახატებით (სვირინგი) გამოცხადება.

4. აკრძალულია მოსწავლეთა გამოცხადება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

ა) თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;

ბ) სანთებელა ან ასანთი;

გ) ალკოჰოლური საშუალებები;

დ) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

ე) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

ვ) აზარტული თამაშის საშუალებები;

ზ) უხამსობის ამსახველი ნივთები;

თ) ნარკოტიკული საშუალებები;

ი) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;

კ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

5. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას მოსწავლის წახალისების შემდეგი ფორმები: – მადლობის გამოცხადება სიტყვიერი ან წერილობითი ფორმით; – სიგელით დაჯილდოება; – მადლობის წერილი გაგზავნა მოსწავლის მშობლებისათვის; – დაჯილდოება ფასიანი საჩუქრით; – სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობისათვის ფინანსური ხელშეწყობა; – დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებული იქნას წახალისების სხვა ფორმებიც. – შესაძლებელია ერთდროულად წახალისების რამდენიმე ფორმის გამოყენება;

მუხლი 4. სასკოლო რეჟიმი

1. სრული ზოგადი განათლება მოიცავს სამ საფეხურს და გულისხმობს თორმეტწლიან სწავლებას.

2. სრული ზოგადი განათლების საფეხურებია:

) დაწყებითი - I-VI კლასები;

) საბაზო - VII-IX კლასები;

) საშუალო - X-XII კლასები.

3. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

4. სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.

5. სასწავლო პროცესის მიმდინარეობის რეჟიმი განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

51 სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.

52 სკოლამ შესაძლოა დაადგინოს სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების განსხვავებული თარიღები და არდადეგების განსხვავებული დრო და ხანგრძლივობა, მაგრამ ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 34 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის 33 კვირაზე ნაკლები.

10. სასწავლო პროცესის მიმდინარეობა სკოლაში განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

11. სკოლას შემუშავებული აქვს და სასწავლო პროგრამას განახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შექმნილი სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელსაც ამტკიცებს სკოლის პედაგოგიური საბჭო.

6. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:

) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები; ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს.

)ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.

7. სკოლაში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასი, სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია. სკოლაში გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ 10 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა,განსაკუთრებული სიცხეები და .), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.

8. მოსწავლე ცხადდება სკოლაში სასკოლო ფორმით, გარდა შაბათი დღისა.

9. ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში დირექტორი იღებს დამატებითი არდადეგების გამოცხადების გადაწყვეტილებას. გაცდენილი დღეების ანაზღაურება დაიგეგმება არდადეგების ხარჯზე.

10. ადმინისტრაციის წევრების სამუშაო დრო ნორმირებული არ არის. მასწავლებლები მუშაობენ გაკვეთილის ცხრილით და დამატებითი სამუშაო დროით;

11. დამგვიანებელი და გამცდენი მუშაკები დირექტორს წარუდგენენ ახსნაგანმარტებას.

12. პედსაბჭოს სხდომები ჩატარდება სასწავლო წლის განმავლობაში 4–ჯერ. (შესაძლებელია რიგგარეშე სხდომების ჩატარებაც). კლასის მშობელთა კრება სემესტრში ერთხელ.

13. ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალისა და პედაგოგების დამხმარე პერსონალის სამუშაო დრო განისაზღვრება საშტატო განრიგით, შრომის ხელშეკრულების თანახმად.

14. პედაგოგიური მუშაკების სამუშაო დრო განისაზღვრება სკოლის შიდა სამუშაო წლიური სასწავლო გეგმით, სასწავლო ცხრილით და თანამდებობრივი მოვალეობებით.

15. სასწავლო წლის განმავლობაში დადგენილი სასწავლო დატვირთვის გაზრდა ან შემცირება შესაძლებელია:

) მხარეთა ურთიერთშეთანხმებით;

) ადმინისტრაციის ინიციატივით, სასწავლო გეგმით და პროგრამებით, საათების ან კლასების შემცირების შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილებების შესახებ მუშაკს უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე. თუ მუშაკი არ არის თანახმა გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება.

) ახალი სასწავლო წლისათვის პედაგოგთა ტარიფიკაციის განხორციელებისას ყოველი პედაგოგის სასწავლო დატვირთვა დგინდება სკოლის დირექტორის ბრძანებით, სკოლის საგნობრივი კათედრების აზრის გათვალისწინებით.

) ახალი სასწავლო წლისათვის პედაგოგიური მუშაკის სასწავლო დატვირთვის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ პედაგოგიურ მუშაკს შეუნარჩუნდეს სამუშაო დატვირთვის მოცულობა.

16. სკოლაში პედაგოგის სასწავლო დრო განისაზღვრება საგაკვეთილო ცხრილით, რომელსაც ადგენს და ამტკიცებს სკოლის დირექცია.

17. პედაგოგიური მუშაკისათვის, გაკვეთილების მორიგეობის, სკოლის შიდა ღონისძიებებისაგან თავისუფალი დრო პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს თავისი შეხედულებებისამებრ.

18. სკოლის დირექცია პედაგოგს ავალებს სკოლაში მორიგეობას, კლასის დამრიგებლობას. პედაგოგთა მორიგეობის გრაფიკს ამტკიცებს დირექტორი და უზრუნველყოფს მის განთავსებას თვალსაჩინო ადგილას.

19. მცირეკონტინგენტიანი კლასების არსებობის გამო სკოლაში პედაგოგი შეიძლება იყოს რამდენიმე კლასის დამრიგებელი ერთდროულად, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობა სადამრიგებლო კლასებში არ უნდა აღემატებოდეს 36 – .

20. დასაშვებია კლას-კომპლექტების შექმნა, ხოლო თუ კლასში 1 ან 2 მოსწავლეა, აუცილებელია სხვა კლასთან კლას-კომპლექტის შექმნა.

201კლას-კომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-. კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში რეკომენდებულია ის შეიქმნას ერთი საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი.

202 I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV პრინციპით, ან I-III და II-IV პრინციპით).

203 სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ. I,II და III; IV,V და VI; VII, VIII და IX და ..), მაგრამ ამასთანავე, კლას-კომპლექტში ესთეტიკის მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 36-.

21. უცხოურ ენაში შესაძლებელია ერთი საფეხურის ფარგლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დაჯგუფდნენ ენის ფლობის დონეების მიხედვით.

22. ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პერიოდი, რომელიც არ ემთხვევა მორიგ შვებულებას, წარმოადგენს პედაგოგიური და სხვა სკოლის მუშაკების სამუშაო დროს. ამ პერიოდში ადმინისტრაცია პედაგოგებს ავალებს პედაგოგიურ და საორგანიზაციო სამუშაოებს (სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს არდადეგების დაწყებამდე მათ საგაკვეთილო დატვირთვას).

23. პედაგოგიურ მუშაკებს ეკრძალებათ შეცვალონ სამუშაო გრაფიკი და საგაკვეთილო ცხრილი თავისი შეხედულებისამებრ.

მუხლი 5. საგნის მასწავლებელი

1. სკოლის მასწავლებელად მიიღება შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირი სკოლის შინაგანაწესით დადგენილი წესით.

2. მასწავლებელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;

ბ) ისარგებლოს სკოლის უძრავ-მოძრავი ქონებით საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად სკოლის შინაგანაწესით და ამ წესით გათვალისწინებული ფორმით;

გ) გაერთიანდეს და თავად შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელთა მიზანია მოქალაქეთა პროფესიული, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა;

დ) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში სკოლის დებულებით განსაზღვრული ფორმით;

ე) გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები საკუთარი და კოლეგიის უფლებათა დასაცავად.

3. მასწავლებელის ვალდებულებები:

ა) ასრულებს სკოლის შინაგანაწესით, სასკოლო სასწავლო გეგმით და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) მასწავლებლის ძირითადი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, გარდა მოქმედი ნორმატიული აქტებისა, ხელმძღვანელობს მასწავლებლის ეთიკის კოდექსით, რომლის მიზანია სკოლებში პოზიტიური და ხარისხიანი განათლებისათვის ხელშემწყობი კლიმატის შექმნა;

გ) იცავს გაკვეთილების ცხრილს, ესწრება კათედრებისა და პედაგოგიური საბჭოს სხდომებს; გაკვეთილის დაწყებამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წუთით ადრე ცხადდება სკოლაში;

დ) მასწავლებელი პროფესიული ვალდებულებების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. ზრუნავს პროფესიული მახასიათებლების: ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ერთობლიობის გააზრებისა და განხორციელებისათვის;

ე) მასწავლებელი მართავს მოსწავლის შედეგებზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს. იყენებს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებსა და მრავალმხრივი შეფასების სისტემას;

ვ) მასწავლებელი დაინტერესებულია საკუთარი პროფესიული განვითარებით, კოლეგებთან თანამშრომლობით, სასწავლო და აღმზრდელობითი პრობლემების დაძლევით, პროფესიული საჭიროებების დადგენითა და პროფესიული განვითარებით;

ზ) მასწავლებელი ვალდებულია ჩაერთოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში;

თ) მასწავლებელი ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება და თვითშეფასების სქემის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით შეიმუშაოს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა;

ი) მასწავლებელი იცავს შეფასების პრინციპებს: ობიექტურობა, ვალიდობა, სანდოობა, გამჭვირვალობა;

კ) ეცნობა და იყენებს, შეფასების მრავალმხრივ და მრავალფეროვან მეთოდებს, მოსწავლეთა ცოდნის დონისა და ხარისხის ამაღლებისათვის;

ლ) უფრთხილდება სკოლის იმიჯს და ზრუნავს სკოლის პრესტიჟზე.

4. მასწავლებლის საქმიანობის შეფასების წესი

4.1 მასწავლებლის საქმიანობის შეფასების წესის მიზანია მასწავლებლის შეფასების ობიექტური და გამჭვირვალე წესის და პროცედურების განსაზღვრა;

4.2 მასწავლებლის შეფასება ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა;

4.3 მასწავლებლის შეფასების წესი ეყრდნობა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემას“;

4.4 ასწავლებელთა საქმიანობის დაწყება განხორციელდება მასწავლებლის მუშაობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ (შემდგომში სქემა) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 6. კლასის დამრიგებელი

1. კლასის დამრიგებელის კანდიდატურებს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო ყოველი სასაწავლო წლის დაწყებამდე;

2. კლასის დამრიგებლის მოვალეობებია:

ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის წესები, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);

ბ) ჩაატაროს სადამრიგებლო საათი ;

გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია; – გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;

ზ) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;

თ) კლასის მოსწავლეთა ინფორმირება საევაკუაციო გეგმასთან დაკავშირებით, ხოლო საგანგებო ვითარების შემთხვევაშო საევაკუაციო პროცესთან დაკავშირებით;

ე) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ;

ვ) გაკვეთილის დაწყებამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში, იმ კლასის პირველი გაკვეთილის დაწყებამდე, რომელსაც ხელმძღვანელობს.

მუხლი 7. სასკოლო სასწავლო გეგმა

1. სასწავლო გეგმის შინაარსის განსაზღვრა პედაგოგიური საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. სასწავლო გეგმის შინაარსის განსაზღვრისას გადამწყვეტი პრინციპია ის, თუ რა საგნები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლას შეუძლია, შესაძლებლობის ფარგლებში შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, რომელიც შეიძლება ისწავლებოდეს ფაკულტატიური ან სავალდებულო სახით. საფეხურების მიხედვით საგნების შერჩევა, საგნების შინაარსი და მათი თანმიმდევრობა ლოგიკური და ჰარმონიული უნდა იყოს.

2. სასწავლო გეგმა მხოლოდ სასწავლო საგნებს კი არ უნდა განსაზღვრავდეს, არამედ უნდა ასახავდეს სასწავლო სტრატეგიას, რომლითაც მოსწავლეების მაქსიმალური პროგრესი მიიღწევა. სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სასწავლო პროცესი, როგორ და რამდენი ხნის მანძილზე უნდა ისწავლებოდეს კონკრეტული საგნები. იგი განსაზღვრავს პრინციპებს, რომლებიც მიმართულია თითოეული მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენისკენ და ამასთან, ადგენს ინდივიდუალური მოთხოვნილებების განხორციელების მექანიზმებს.

3. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლო გეგმის განხორციელებაზე, მის მონიტორინგსა და შეფასებაზე.

მუხლი 8. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო - სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო. პედაგოგიური საბჭო არის ორგანო, რომელიც ვალდებულია, შეიმუშაოს სკოლის სასწავლო გეგმა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ მომზადებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ეროვნული სასწავლო გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ სტანდარტების ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლემ უნდა მიაღწიოს ყოველი საფეხურის დამთავრებისას.

1.1 პედაგოგიურმა საბჭომ ყოველწლიურად უნდა განაახლოს სასწავლო გეგმა სხვადასხვა გარემოებების (ეროვნული სტანდარტები, მოსწავლეების წარმატებები და აკადემიური მოთხოვნილებები) გათვალისწინებით.

2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე - სკოლის დირექტორი.

3. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

4. პედაგოგიური საბჭოს სხდომა მოიწვევა არანაკლებ სემესტრში ერთხელ;

5. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს გიმნაზიის საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;

6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე;

7. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

8. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია:

8.1 ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება და დამტკიცება;

8.2 ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის დამტკიცება;

8.3 საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება პედაგოგიური სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავჯდომარე და მდივანი.

მუხლი 9. საგნობრივი კათედრები

1. სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნი - სკოლაში საგნობრივი კათედრების ჩამოყალიბება.

2. სკოლის საგნობრივი კათედრებია:

ა) ქართული ენ და ლიტერატურ;

ბ) მათემატიკა/ინფორმატიკა;

გ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ე) უცხო ენები;

ვ) ესთეტიკური აღზრდა;

ზ) დაწყებითი კლასები.

3. კათედრის ხელმძვანლის უფლებამოსილების ვადა შეზღუდულია და მოიცავ ერთ აკადემიურ სასწავლო წელს. კათედრის წევრთა საერთო შეთანხმების ან/და უმრავლესობის სურვილის შემთხვევაში დასაშვებია კათედრის ხელმძღვანლის უფლებამოსილება ერთ პირს გაუგრძელდეს დამატებით ერთი სასწავლო წელი. მსგავსი შემთხვევის აუცლებელი წინაპირობაა კათედრის ხელმძღვანელის წარმატებული საქმიანობა კათედრაზე.

4. კათედრა სკოლის დირექციასთან კოორდინაციაში წარმართავს თავის საქმიანობას;

5. კათედრის ხელმძღვანელის ვალდებულება, გარდა კათედრის ფუნქციების ხელმძღვანელობისა, არის: სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სათანადო დღის წესრიგის მომზადება და წინასწარი გასაჯაროება კათედრაზე, ასევე ოქმებისა და საბუთების წარმოება; საგნობრივი ჯგუფის გადაწყვეტილების მიწოდება დირექციისათვის (მაგ. სახელმძღვანელოს შერჩევა); პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო ღონიძიებების ორგანიზება (გადამზადებები, კონფერენციების მოწყობა, სტუმრების მოწვევა და სხვა).

6. კათედრა ვალდებულია ქონდეს სამუშაო გეგმა (გაწრილი ვადებში სემესტრების მიხედვით), რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სასწავლო პროცესის მენეჯერთან.

7. კათედრის ფუნქციები

) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;

) ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

) სახელმძღვანელოების შერჩევა;

) შეფასების კომპონენტების შემუშავება და აღწერა;

) სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობა.

) შეიმუშაოს ვადებში გაწერილი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების პერიოდული შემოწმების მექანიზმი;

) მოახდინოს მოსწავლეთა აკადემიური შედეგების (კონკრეტული და ზოგადი მაჩვენებლების) ანალიზი ღია გაკვეთილების, შიდასასკოლო წერის, ტესტირების/ კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების სახით.

8. თემატურ - კალენდარული გეგმები

8.1 თემატურ-კალენდარული           გეგმის             შედგენის მიზანი: საგნის სწავლებისადმი სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება და საგნის სწავლების განვითარების წინაპირობის შექმნა;

8.2 თემატურ-კალენდარული გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები:

ა) მისაღწევი შედეგის ანუ იმ ცოდნისა და უნარჩვევების განსაზღვრა, რომელსაც უზრუნველყოფს საგნის სწავლება;

ბ) შეფასების მრავალფეროვანი და მრავალმხრივი მეთოდებისა და ფორმების გამოყენება;

გ) მოსწავლის მიერ საკუთარი სწავლის შედეგებით ბედნიერების განცდა;

დ) მშობლის და მასწავლებლისათვის გაცნობა იმისა, თუ რა და როგორ ისწავლოს მოსწავლემ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს;

ე) ეროვნული სასწავლ გეგმის საფუძველზე მასწავლებლის გამოცდილების გამდიდრება;

ვ) გეგმებში მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების ასახვა;

ზ) დამწყები მასწავლებლისათვის გეგმის ვრცელი ვარიანტის შემუშავება;

9. თემატურ - კალენდარული გეგმის შემადგენელი ნაწილებია:

9.1 თავსართი:

ა) წლიური სასწავლო კურსის ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით ამა თუ იმ კლასში;

ბ) სასწავლო საგნის სტატუსი;

გ) კვირაში საათების რაოდენობა;

დ) სასწავლო რესურსი - სახელმძღვანელო

ე) მასწავლებელის სახელი და გვარი

9.2 განსახილველი თემები;

9.3 განსახილველი თემების შესაბამისი საათების რაოდენობა;

9.4 განსახილველი თემების ჩატარების დრო;

9.5 საგაკვეთილო რესურსი;

9.6 განსახილველი თემების მიზნებ და ამოცანები;

9.7 განსახილველი თემების ტიპები და აქტივობები;

9.8 სემესტრის/წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები;

9.9 შეფასების მეთოდები და ფორმები

მუხლი  10. სკოლის დირექტორის უფლებამოვალეობანი .

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემ ფარგლებში

1. საინფომაციო შეხვედრები სქემის შესახებ;

2. სქემაში ჩართული მასწავლებლების ხელშეწყობა, რათა დროულად და წარმატებით განახორციელონ სქემით განსაზღვრული საქმიანობები

3. სასწავლო პროცესის მენეჯერთან კონსულტაციით განსაზღვარვს:

) კათედრებისათვის ფასილიტატორობის კანდიდატებს, სკოლის შეფასების ჯგუფის ფორმირებას, შეფასების დროს და ვადებს;

) მასწავლებლებისათვის: თვითშეფასების კითხვარისა და პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენის ვადებს;

) პედაგოგიური საბჭოს სხდომას განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ კანდიდატებს;

) შეფასების ჯგუფის წევრებთან ერთად შეიმუშავებს სამუშაო გეგმებს, უზრუნველყოფს ფასილიტატორების და შეფასების ჯგუფის მუშაობის მონიტორნიგს;

) აკონტროლებს შიდა შეფასების პროცესის ვადების დაცვას;

) განიხილავს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ;

) თითოეული მასწავლებლისათვის ხელმისაწვდომს ხდის ყველა აუცილებელ ინფორმაციას სქემის მიმდინარეობის, ტრენინგების, რესურსებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;

) დირექტორის განკარგულება თანამშრომლებამდე დაიყვანება განკარგულების თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრით, სამუშაო თათბირზე განცხადებით ან ადმინისტრაციის წევრთა მეშვეობით.

მუხლი 11. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები

1. სასწავლო პროცესის მონიტოინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი;

2. სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შემდეგ ფორმებს;

) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარჩვევების შემოწმებს სხვადასხვა სახის ტესტებით;

) ღია გაკვეთილების ორგანიზება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა.

3. სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელოსასწავლო პროცესის და დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭვირვალობის მიზნით, დასაშვებია მშობლისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მშობლის ჩართვა სააღმზრდელოსასწავლო პროცესის მონიტორინგის ნებისმიერ ეტაპზე;

4. დირექტორს უფლება აქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დართოს ნება საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობისა (დაასწროს მშობელი გაკვეთილს).

მუხლი 12. წახალისება წარმატებისათვის

1. სწავლებასა და აღზრდაში წარმატებებისა და მუშაობაში მოპოვებული სხვა მიღწევებისათვის, ასევე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის მქონე სამუშაოს შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილა დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.

2. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოის დირექტორი, რომელიც ფორმდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

3. სასწავლო პროცესის მენეჯერი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტორს დასაქმებულის წახალისების მოთხოვნით.

მუხლი 13. მშობელთა აზრის დარბაზი

1. სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის მიზნით სკოლაში შესაძლებელია შეიქმნას მშობელთა აზრის დარბაზი, რომელიც მშობელთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და მისი მიზანია სკოლასა და მშობელს შორის თანამშრომლობის განმტკიცება, მონაწილეობა სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;

2. მშობელთა აზრის დარბაზში სავალდებულო წესით შედის ყოველი კლასის მშობელთა წარმომადგენელი, რომელსაც ერთი წლის ვადით ირჩევს ამ კლასის მშობელთა კრება არაუგვიანეს ერთი თვისა საწავლო წლის დაწყებიდან.

3. მშობელთა აზრის დარბაზი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს.

4. მშობელთა აზრის დარბაზში სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ მაგრამ არანაკლებ სემესტრში ერთი სხდომისა; სათათბიროს გადაწყვეტილება მიიღებას ხმათა უმრავლესობით მაგრამ არანაკლებ 3 ხმისა, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება თავმჯდომარის ხმას.

5. სკოლის მშობელთა აზრის დარბაზი:

ა) შეიმუშვებს რეკომენდაციებს სკოლის ინფრასტრუქტურული და აკადემიური განვითარების შესახებ;

ბ) ირჩევს წარმომადგენელს დისციპლინარულ კომიტეტში;

გ) მონაწილეობს სკოლის პერსპექტიული გეგმის შემუშვებაში;

დ) განიხილავს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს;

6. ყველა მშობელი ვალდებულია დაემორჩილოს სკოლაში მოქმედ წესებს, ხელი შეუწყოს სკოლის სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მუხლი 14. უსაფრთხო სკოლა

1. სკოლის მოსწავლეებისა და დასაქმებულ პირთა უსაფრთხოებას სასკოლო დროს უზრუნველყოფს სკოლის დირექცია და სკოლის ადმინისტრაცია.

2. სკოლის დირექციის და სკოლის ადმინისტრაციის ფუნქციაა:

) სკოლაში წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

) სკოლის შენობისა და ინვენტარის დაცვა;

) მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

) მოსწავლეთა შემოსვლა - გასვლის კონტროლი;

) ვიზიტორების შემოსვლისა და გასვლის კონტროლი;

) დასაქმებულ პირთა მოსვლისა და წასვლის დროის დაფიქსირება და სამუშაო კვირის დასაწყისში სკოლის დირექციისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება;

) სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

) უცხო პირთა შემოსვლის აკრძალვა სკოლის შენობაში;

) დღის განმავლობაში გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების დროის დაფიქსირება და დარღვევების შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება დირექციისათვის;

) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სკოლაში თავისუფალი გადაადგილების, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების და სხვა მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;

3. სკოლის შენობაში და მის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ დირექციის თანხმობის საფუძველზე.

4. მოსწავლის მხრიდან სკოლის ტერიტორიის დატოვება სასწავლო მეცადინეობის დამთავრებამდე დასაშვებია მხოლოდ დირექციის წინასწარ შეტყობინების შემთხვევაში.

 

მუხლი 15. მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის წესი

1. მარეგულირებელ წესში ან მასში ცალკეული მუხლების ცვლილება ხორციელდება დასაბუთებული აუცილებლობის ან არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში.

 

25.01.2017
შემოგვიერთდით Facebook-ზე