დაწყებითი სკოლა
ჩვენი მიზანია, I - IV წლის მოსწავლეები აღვჭურვოთ იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარ–ჩვევებით, რომლებიც დაეხმარება მათ სწავლების მომდევნო საფეხურებზე წარმატების მიღწევასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებაში. მიგვაჩნია, რომ დაწყებითი საფეხურის განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის სწავლის ინტერესის, მოტივაციის, ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის, თვითრწმენისა და სოციალური უნარების განვითარებაში. ამიტომ, ჩვენი მიზანია:
  • შევქმნათ კეთილგანწყობილი, მზრუნველი და უსაფრთხო გარემო, რომელშიც თითოეული ბავშვი შეძლებს დამკვიდრებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვან გამოვლენას;
  • აღვჭურვოთ მოსწავლეები თითოეული სასწავლო დისციპლინის სიღრმისეული ცოდნით;
  • ჩავუნერგოთ მოსწავლეებს სწავლის ინტერესი და მაღალი მოტივაცია; დავეხმაროთ მათ სწავლის მნიშვნელობის გაცნობიერებაში;
  • დავეხმაროთ მოსწავლეებს თვითრწმენისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში;
  • აქტიურად ჩავრთოთ თითოეული მოსწავლე სწავლის პროცესში და წავახალისოთ ისინი აკადემიური მიღწევების თვალსაჩინო აღიარებით;
  • აღვჭურვოთ მოსწავლეები სწავლის უნარ–ჩვევებით; დავეხმაროთ მათ თვითდისციპლინისა და ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებაში;
  • მაქსიმალურად შევუსაბამოთ სწავლების პროცესი თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს;
  • ხელი შევუწყოთ მშობლების აქტიურ ჩართულობას ბავშვების სასწავლო პროცესში.
შემოგვიერთდით Facebook-ზე