„გიმნაზიის“ დირექტორის მისალმება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სკოლა “გიმნაზიის“ ვებ-გვერდზე. მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდი დაგეხმარებათ სკოლის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

სკოლა „გიმნაზია“ ზრუნავს განათლების ხარისხზე, მის მუდმივ გაუმჯობესებასა და ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო ნდობის ამაღლებაზე, რათა გახდეს ზოგადი განათლების გარანტი.

სკოლის სტრატეგიული მიზანია: საქართველოში ერთ–ერთი წარმატებული სკოლის შექმნა.

მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ სკოლა „გიმნაზიაში“ და მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი  ნანა ალექსანდრია

 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე