სკოლამდელი აღზრდა
კატეგორია - სკოლამდელი აღზრდა

სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. სკოლისათვის და შემდგომი ცხოვრებისათვის მზაობის ხელშეწყობა მრავალმხრივი პროცესია. თითოეული ჩვენთაგანი სათანადოდ უნდა აცნობიერებდეს ამ სფეროს მნიშვნელობას და ზრუნავდეს ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე. როდესაც ბავშვი სათანადოდ არის განვითარებული სასკოლო მზაობის კუთხით, იგი ბევრად უფრო წარმატებულია განათლების შემდეგ ეტაპებზე (სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და სხვა) და ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ცხოვრებისეულ წინსვლას.

სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარების ხელშესაწყობად სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი განათლების განვითარების განყოფილება, რომელსაც შემუშავებლი აქვს სასკოლო მზაობის პროგრამა.

სასკოლო მზაობის პროგრამა 30 კვირის განმავლობაში დღეში სამ საათიან დატვირთვას ითვალისწინებს. დატვირთვა გათვალისწინებლია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც არ დადიან საბავშვო ბაღში. სასკოლო მზაობის პროგრამა თამაშით სწავლების მეთოდიკის საშუალებით, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას ითვალისწინებს. იგი ხელს უწყობს აღსაზრდელის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას; მოტორული, სოციალური, ემოციური, მეტყველებისა და შემეცნებითი უნარების გამომუშავებას. პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის მომზადებას პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის. იგი ეხმარება თითოეულ მათგანს, მაქსიმალურად განივითაროს თავისი პოტენციალი და ჩამოუყალიბდეს საჭირო უნარ-ჩვევები მომავალი ცხოვრებისა და წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის.

შემოგვიერთდით Facebook-ზე