საბაზო და საშუალო სკოლა
ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს მივცეთ ძირითადი სასწავლო დისციპლინების სრულფასოვანი დაუფლების და კრიტიკული აზროვნების, პრობლემების მოგვარების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარების შესაძლებლობა.
ძირითადი სასწავლო დისციპლინები: საგნობრივი კომპეტენცია
ძირითადი სასწავლო დისციპლინების დაუფლება მოსწავლის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. ძირითადი სასწავლო დისციპლინებია ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საზოგადოებრივი მეცნიერებები და ხელოვნება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სასწავლო საგნებში ინტეგრირებული იყოს 21–ე საუკუნის ინტერდისციპლინური საკითხები, როგორიცაა:
  • გლობალური ცნობიერება
  • ფინანსური, ეკონომიკური და ბიზნესწიგნიერება
  • სამოქალაქო წიგნიერება
  • წიგნიერება ჯანდაცვის საკითხებში
  • წიგნიერება გარემოს დაცვის საკითხებში

სწავლისა და ინოვაციის უნარები

  • შემოქმედებითობა და ინოვაციურობა (შემოქმედებითი აზროვნება, შემოქმედებითი თანამშრომლობა, ინოვაციების განხორციელება)
  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემების მოგვარების უნარი (გონივრული მსჯელობა, სისტემური აზროვნება, განსჯა და გადაწყვეტილების მიღება)
  • კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები (კომუნიკაციის წერითი, ვერბალური და არავერბალური უნარები, კონსტრუქციული თანამშრომლობა და ჯგუფური პასუხისმგებლობა).

ინფორმაციული, მედია და ტექნოლოგიური უნარები

  • ინფორმაციული წიგნიერება (ინფორმაციის მოპოვება და შეფასება, ინფორმაციის მართვა და გამოყენება)
  • მედია წიგნიერება (მედიის და მედია პროდუქტების ანალიზი; მედია პროდუქტების შექმნა)
  • ინფორმაციულ–ტექნოლოგიური უნარები (ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და ინფორმაციის კომუნიკაციის მიზნით).

პროფესიული უნარები

  • მოქნილობისა და ადაპტაციის უნარი (შეფასებებისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულება, ცვლილებებისადმი ადაპტაცია)
  • ინიციატივის და მართვის უნარი (მიზნების და რესურსების მართვა, დამოუკიდებლად მუშაობა, თვითგანვითარება)
  • სოციალური და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარი (ეფექტური ინტერაქცია, ინტერკულტურულ საზოგადოებაში ეფექტური თანამშრომლობა)
  • პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება (პროექტების მართვა, ანგარიშვალდებულება განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგებზე)
  • ლიდერობა და პასუხისმგებლობა (ხელმძღვანელობა და მართვა; პასუხისმგებლობა).

როგორ ვცდილობთ მიზნების მიღწევას? 21–ე საუკუნის სტანდარტები

  • ძირითადი სასწავლო დისციპლინების შინაარსობრივ ცოდნასა და ექსპერტიზაზე ფოკუსირება;
  • ძირითადი დისციპლინების კოორდინირებული სწავლება 21–ე საუკუნის ინტერდისციპლინური თემების ინტეგრირებით;
  • მოსწავლეების მიერ ინფორმაციის სიღრმისეული გააზრება / ანალიზი;
  • მოსწავლეების ჩართულობა რეალური პრობლემების შესწავლისა და მოგვარების პროცესში;
  • შინაარსობრივი კომპეტენციის გაზომვის მრავალფეროვანი საშუალებების გამოყენება.

შეფასების სისტემა
  • შეფასების დაბალანსებული სისტემის გამოყენება (სტანდარტიზებული ტესტები, პროექტები და პრეზენტაციები, მოსწავლის პორტფოლიოები და ეფექტური განმავითარებელი და შემაჯამებელი საკლასო შეფასებები);
  • მოსწავლეების ყოველდღიური შეფასება მასწავლებლის ეფექტური უკუკავშირის საშუალებით;
  • სწავლების ეფექტურობის შეფასების კომპლექსური სისტემა.

სასწავლო გეგმა და სწავლება

21–ე საუკუნისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევების განვითარება ძირითადი დისციპლინების სწავლების პროცესში; მოსწავლეებისთვის 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების უზრუნველყოფა სწავლების პროცესში; სწავლის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც ითვალისწინებს დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებას, პრობლემაზე დაფუძნებულ მიდგომას, შეფასებისა და სინთეზის გამოყენებას.

პროფესიული განვითარება

  • მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარება 21–ე საუკუნის უნარების შესაბამისად; სწავლების ახალი სტრატეგიებისა და მეთოდების სწავლება;
  • დირექტიული სწავლებისა და პროექტებზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დაბალანსება;
  • მასწავლებლებში მოსწავლეების სწავლის სტილის, ძლიერი და სუსტი მხარეების, ინტელექტუალური მახასიათებლების ინდენტიფიცირების უნარების გაუმჯობესება;
  • მასწავლებლების კომპეტენტურობის გაზრდა მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და სწავლების ინდივიდუალური მეთოდების გამოყენების მიმართულებით;
  • მასწავლებლების კომპეტენტურობის გაზრდა 21–ე საუკუნის უნარების განვითარების მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით;
  • მასწავლებლების მუდმივი პროფესიული განვითარების მოდელი.

სასწავლო გარემო

  • 21–ე საუკუნის უნარების განვითარებისთვის აუცილებელი კონსტრუქციული გარემოს შექმნა;
  • სხვადასხვა პროფესიულ ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობა, რაც დაეხმარება მასწავლებლებს 21–ე საუკუნის უნარების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაში;
  • რეალობის ამსახველი სასწავლო გარემო; ხელსაყრელი პირობები პრაქტიკული აქტივობების განხორციელებისთვის;
  • ხარისხიანი სწავლებისთვის აუცილებელი რესურსებისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა ყველა მოსწავლისთვის;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა სასწავლო პროცესში.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
ქ. ფოთი დემეტრე თავდადებული N51
(0493) 27 95 90
(+995) 577 12 57 10
www.gimnazia-poti.ge
(+995) 599 54 15 42